ბრექსითი

ტერეზა მეის მთავრობამ პარლამენტში უნდობლობა დაძლია

ტერეზა მეი
Getty Images

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის, ტერეზა მეის მთავრობამ პარლამენტში უნდობლობა დაძლია. მთავრობას მხარი 325-მა პარლამენტარმა დაუჭირა, ხოლო უნდობლობა 306-მა გამოუცხადა.

ტერეზა მეიმ პირობა დადო, რომ პარლამენტის წევრებთან ერთად იმუშავებს იმისათვის, რომ ბრიტანეთმა ევროკავშირი შეთანხმების გარეშე არ დატოვოს და ხელახალი რეფერენდუმის ჩატარება არ გახდეს საჭირო.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ტერეზა მეის მიერ წარდგენილ ბრექსიტის შეთანხმებას, ქვეყნის პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა. გეგმის წინააღმდეგ ხმა 432-მა წევრმა მისცა, ხოლო მომხრე მხოლოდ 202 იყო. გაერთიანებული სამეფოს ისტორიაში მოქმედი მთავრობისთვის ეს ყველაზე დიდი მარცხია.

ამის შემდეგ ლეიბორიტული პარტიის ლიდერმა, ჯერემი კორბინმა ტერეზა მეისათვის უნდობლობის გამოცხადების კენჭისყრა მოითხოვა.

რა სცენარით შეიძლება განვითარდეს ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის პროცესი ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ ტაბულას სტატიაში.

კომენტარები