აფეთქება დიდ დიღომში

4 დაღუპული და 8 დაშავებული - 17 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა

IPN

საქართველოს პრემიერმინისტრის გადაწყვეტილებით, 17 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა. შესაბამის განკარგულებას მთავრობის მეთაურმა ხელი ცოტა ხნის წინ მოაწერა.

საქართველოს ტერიტორიაზე ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაზე სახელმწიფო დროშები დაეშვება.

დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება 16 იანვარს, 20:30-ზე მოხდა. შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, ხოლო რვა - დაშავდა. დაშავებულთა უმეტესობა ბავშვია.

წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება გაზის გაჟონვის შედეგად მოხდა.  კორპუსი ამ დროისათვის სრულად ევაკუირებულია. კორსპუსის რამდენიმე მაცხოვრებლის თქმით, მთელი დღის განმავლობაში გაზის სუნი იგრძნობოდა, რის გამოც მათ "ყაზტრანსგაზის“ წარმომადგენლები გამოიძახეს. ისინი ამბობენ, რომ მეზობლების თქმით, ყაზტრანსგაზის თანამშრომლებმა პრობლემა ვერ აღმოაჩინეს.

მიმდინარეობს გამოძიება. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაკითხვაზე იმყოფებიან ყაზტრანსგაზის თანამშრომლები. კომპანია განცხადების გავრცელებას "უახლოეს მომავალში" აპირებს.

კომენტარები