აფეთქება დიდ დიღომში

აფეთქება დიდ დიღომში - პირველადი მონაცემებით, 8 ადამიანი დაშავდა, აქედან 7 - ბავშვი

metro.us

ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს ინფორმაციით, დიდ დიღომში კორპუსის აფეთქების შედეგად 8 ადამიანი დაშავდა. აქედან 7 - ბავშვია.

იაშვილის კლინიკაში ექვსი მოზარდი იმყოფება. აქედან ხუთის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილური ან საშუალო სიმძიმისაა. მეექვსესი კი - "უფრო საყურადღებო".

კიდევ ერთი მოზარდი იმედის კლინიკაში იმყოფება. ის რენიმაციულ განყოფილებაშია და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.

დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება ორი საათის წინ მოხდა. აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. 

წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება გაზის გაჟონვის შედეგად მოხდა. მიმდინარეობს გამოძიება.

კორპუსი ამ დროისათვის სრულად ევაკუირებულია. კორსპუსის მცხოვრებლების თქმით, მთელი დღის განმავლობაში გაზის სუნი იგრძნობოდა, რის გამოც მათ "ყაზტრანსგაზის“ წარმომადგენლები გამოიძახეს. ისინი ამბობენ, რომ მეზობლების თქმით, ყაზტრანსგაზის თანამშრომლებმა პრობლემა ვერ აღმოაჩინეს.

კომენტარები