ავტოავარია

ავტოავარია ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე - დაიღუპა სამი ადამიანი

flickr

ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე ავარიას სამი ადამიანი ემსხვერპლა. წინასწარი ინფორმაციით, ავტომობილი ბორდიურს შეეჯახა. შედეგად კი, მას ცეცხლი გაუჩნდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით დაიწყო. ეს გულისხმობს მძღოლის მიერ ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები