ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა

მარნეულში ოჯახში ძალადობის შედეგად ქალი დაჭრეს

flickr

მარნეულში, ოჯახში ძალადობის შედეგად 30 წლამდე ქალი დაჭრეს. შემთხვევის შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დედა დააკავა.

შემთხვევა გუშინ, 12 იანვარს მოხდა. ​დაზარალებულს სამი ჭრილობა ცივი იარაღით აქვს მიყენებული. ის კლინიკაში იმყოფება.

"პაციენტი შემოიყვანეს გუშინ, 3 ჭრილობით. აქედან ორი არის შემავალი. ამჟამად პაციენტის მდგომაროება არის სტაბილური. რესპირატორულ მხარდაჭერას არ საჭიროებს და ამ წუთას მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება", - ამბობს ექიმი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქალის დედა დაკავებულია, თუმცა მას ბრალი ჯერ არ აქვს წაყენებული.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11¹-117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახური ძალადობის ნიადაგზე ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

კომენტარები