უბედური შემთხვევა

თბილისში "სასწრაფოს" მანქანა ტროტუარზე მუშებს შეეჯახა, 1 ადამიანი გარდაიცვალა, 12 - დაშავდა

flickr

ჭავჭავაძის გამზირზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა ტროტუარზე მდგომ მუშებს შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 12 დაშავდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 276-ე მეხუთე ნაწილით დაიწყო. ეს გულისხმობს სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები