ბიძინა ივანიშვილი ზოგჯერ შეიფერთხავს ხოლმე მხრებს და ვიღაცას გადმოაგდებს იქიდან, ვიღაცას მერე აიცოცებს და აი, ამ პროცესში ვართ. რა მესამე პოლიტიკური ცენტრი. ყველა არის დისკრედიტებული, კორუმპირებული ან პროფესიულად დეგრადირებული. ვინ არის იქ,[ქართულ ოცნებაში] რომ ლიდერობაზე და პოლიტიკურ პერსპექტივაზე ჰქონდეს საუბარი. ეს ხომ აბსოლუტურად არასერიოზულია. აი, ავიღოთ კობახიძე. ძალაუფლების გარეშე წარმოგიდგენიათ კობახიძე ქუჩაში გამოსული, არათუ პოლიტიკაში მოტივტივე? ქუჩაში ვერ გამოვა, სახლში იქნება ჩაკეტილი. ერთადერთი რაც მას აქვს ის არის რომ ივანიშვილმა მას უთხრა შენ იქნები ეს ფიგურა და დასვა და იმას ეპოტინება. იმას რომ ეპოტინება, ახლა შეხედეს, დაინახეს რომ ივანიშვილმა რაღაც შეცდომები დაუშვა არჩევნების პერიოდში და დაიწყეს პატარ-პატარა თამაშები. განა იმისთვის რომ ძალაუფლება და პოლიტიკა აკეთონ. ივანიშვილის ფავორიტობა რომ შეინარჩუნონ ამისთვის იბრძვიან.
ქართული ოცნება
ხუხაშვილი: "ოცნებაში" ყველა დისკრედიტებული, კორუმპირებული ან პროფესიულად დეგრადირებულია
tbl.ge/3e16
დაკოპირდა

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი პალიტრანიუსის გადაცემაში "360 გრადუსი"
ამავე თემაზე
- ოცნებამ საპატრიარქოსთვის სარეზერვო ფონდიდან 5 მილიონ 300 ათასი ლარი გამოყო
- ოცნება ახალ უმაღლეს სასწავლებელს, დიპლომატიის აკადემიას ქმნის
- ივანიშვილის ხედვამ განსაზღვრა გზა, რომელმაც ქვეყანა გარდამტეხ ეტაპამდე მიიყვანა - კობახიძე
- ზარქუა ალიანსზე: ერთი სტრატეგია აღმაშენებელია ახალი სახე, მეორე მე - ჩინეთის იმპერატორი
- მაჭავარიანი: 2012 წლიდან საქართველოში პოლიტპატიმარი არ არის




