ანტარქტიდა

ამერიკელი კაცი პირველი ადამიანი გახდა, რომელმაც ანტარქტიდა მარტომ გადაკვეთა

33 წლის ამერიკელი კაცი პირველი ადამიანი გახდა, რომელმაც ანტარქტიდა მარტომ, ყოველგვარი დახმარების გარეშე გადაკვეთა.

კოლინ ო’ბრედიმ ეს გზა 53 დღეში განვლო და აჯობა მის მეტოქეს, ბრიტანეთის არმიის კაპიტანს, ლუის რადს.

ორივე მათგანმა სტარტი 3 ნოემბერს აიღო, ამ გზას 2 წლის წინ ბრიტანეთის არმიის ერთ-ერთი ოფიცერი ემსხვერპლა.

921 მილის (1,482კმ) დაფარვა მსოფლიოს ყველაზე ცივ კონტინენტზე განსაკუთრებულ სირთულეებთან იყო დაკავშირებული - ქარიშხლები, ყინულის მთები, თოვლი, ცნობილი, როგორც “ზასტრუგა”, ცუდი ხილვადობა.

“დავიღალე. ძალაგამოცლილი ვარ, მაგრამ ყოველ დღე ვპოგრესირებს” - უთხრა ო’ბრედიმ BBC-ის 20 დეკემბერს, თავისი მოგზაურობის 47-ე დღეს, სატელიტური ტელეფონით.

“მე ყოველდღიურად, 12-13 საათის განმავლობაში დავათრევდი 170კგ სიმძიმის ციგას მსოფლიოს ყველაზე ცივ ადგილას” - ო’ბრედი თქმით, ის იმდენად გახდა, რომ თავისი შიშველი სხეულის ნახვის ეშინია.

2008 წელს ო’ბრედიმ სხეულის მძიმე დამწვრობა მიიღო ტაილანდში, ექიმები ეუბნებოდნენ, რომ ის ვეღარასდროს გაივლიდა ნორმალურად. თუმცა ის გამოჯანმრთელდა და მსოფლიოს ყველა კონტინენტის უმაღლესი მწვერვალი დაიპყრო.

 

კომენტარები