ანტარქტიდა

ანტარქტიდას უელსის მეოთხედი ზომის აისბერგი მოსწყდა

ანტარქტიდას მსოფლიოს ისტორიაში ერთერთი ყველაზე დიდი აისბერგი მოსწყდა.

აისბერგი სიდიდით უელსის მეოთხედი ზომის არის, ლონდონზე კი ოთხჯერ დიდია.

ლარსენ C-ის შელფურ ყინულზე არსებული ბერგი 5,800 კილომეტრი სიგრძის არის, ყინულის მასა ტრილიონ ტონას იწონის.

NASA-ს სატელიტმა, რომელიც თერმულ ფოტოებს იღებს აისბერგის მოწყვეტა 10-12 ივლისს დააფიქსირა.

აისბერგს, სავარაუდოდ, A68-ს დაარქმევენ.

აღსანიშნავია, რომ მიუხედავად აისბერგის დიდი ზომისა მოწყვეტამდე იგი უკვე წყალში იყო განთავსებული. მკვლევრების თქმით, მისი ადგილმდებარეობის გამო, აისბერგის მოწყვეტა ზღვის დონეზე უშუალო გავლენას ვერ მოახდენს.

კომენტარები