ანტარქტიდა

ანტარქტიდაზე რუსმა მეცნიერმა კოლეგა წიგნების დასასრულების მოყოლის გამო დაჭრა

ოლეგ ბელოგუსოვი
CEN

ანტარქტიდაზე მდებარე რუსულ სამეცნიერო სადგურ ბელინგსჰაუზენზე 55 წლის სერგეი სავიცკიმ კოლეგა, 52 წლის ოლეგ ბელოგუზოვი სამზარეულოს დანით დაჭრა.

რუსი მეცნიერები სადგურზე 6 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში ცხოვრობდნენ. შემთხვევა 9 ოქტომბერს მოხდა. გავრცელებული ცნობებით, სავიცკიმ ბელოგუზოვი იმის გამო დაჭრა, რომ ეს უკანასკნელი მას იმ წიგნების დასასრულებს უყვებოდა, რომელსაც სავიცკი კითხულობდა.

დაჭრილი ჩილეს კინგ ჯორჯის კუნძულზე გადაიყვანეს, ხოლო სავიცკი სანქტ-პეტერბურგში შინაპატიმრობაშია და ბრალი განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის აქვს წაყენებული.

ეს ანტარქტიდაზე მსგავსი დანაშაულით ბრალის წაყენების პირველი შემთხვევაა.

სერგეი სავიცკი
ფოტო: CEN

კომენტარები