ეგვიპტე

ეგვიპტეში ტურისტული ავტობუსის აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა

BBC

ეგვიპტეში, გიზის პირამიდების მიმდებარე ტერიტორიაზე, ტურისტული ავტობუსის აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა.

დაიღუპა ორი ადამიანი, ხოლო 12 დაშავდა. ინფორმაციას BBC ეგვიპტის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

უწყების ცნობით, ავტობუსში 14 ვიეტნამელი ტურისტი იმყოფებოდა, მომხდარს ორი მათგანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო დაშავებულთა შორის ორი ადგილობრივია, მათ შორის ავტობუსის მძღოლი.

კომენტარები