უბედური შემთხვევა

სავარაუდოდ ბუნებრივი აირით მოწამვლის შედეგად, აეროპორტის დასახლებაში ცოლ-ქმარი გარდაიცვალა

თბილისში, აეროპორტის დასახლებაში ახალგაზრდა ცოლ-ქმრის ცხედრები იპოვეს. შსს-ს ჩნობით, წყვილი, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირით მოწამვლის შედეგად გარდაიცვალა. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო. ეს გულისხმობს ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა.

კომენტარები