აფეთქება ნიუ-იორკში

ელექტროსადგურზე აფეთქების გამო ნიუ-იორკის ცა ღამით ლურჯად განათდა [Video]

ნიუ-იორკში, ქუინსში მდებარე ელექტროსადგურზე მომხდარი აფეთქების გამო ქალაქის ცა ღამით ლურჯად ანათებდა.

პოლიციამ მოსახლეობას ელექტროსადგურის მახლობლად გადაადგილებისაგან თავის შეკავებისაკენ მოუწოდა. მათივე ინფორმაციით აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა. ამჟამად ინციდენტის გამომწვევ მიზეზებს იძიებენ.

აფეთქების გამო ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა რამდენიმე ქუჩას და LaGuardia-ს აეროპორტს.

კომენტარები