აფეთქება ნიუ-იორკში

აფეთქება ნიუ-იორკში: დაშავებულია 29 ადამიანი

CNN

ნიუ-იორკის ცენტრში, მანჰეტენზე აფეთქება მოხდა. დაშავებულია 29 ადამიანი. ამ დროის მონაცემებით, არცერთი მათგანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

გავრცელებული ინფორმაციით, ასაფეთქებელი მოწყობილობა სანაგვე ყუთში ამოქმედდა. სამართალდამცავთა ცნობით, ნაპოვნია მეორე მოწყობილობაც.

ნიუ-ორკის მერის განცხადებით, პირველადი მონაცემებით, აფეთქება „გამიზნული აქტი" იყო, თუმცა ჯერჯერობით არ იკვეთება ტერაქტის ნიშნები.

დაშავებულთა უმრავლესობას მცირე დაზიანებები და ნაკაწრები აღენიშნება.

აფეთქება ადგილობრივი დროით დაახლოებით 21:00 საათზე მოხდა. თვითმხილველების თქმით, აფეთქების ხმა ძალზედ ძლიერი იყო.

კომენტარები