აფეთქება ნიუ-იორკში

აფეთქების შედეგად ნიუ-იორკში 2 შენობა ჩამოინგრა

bbc.com

გაზის გაჟონვით გამოწვეული აფეთქების შედეგად ნიუ-იორკში, ჰარლემში 2 შენობა ჩამოინგრა.

BBC-ის ცნობით, დაღუპულია 2 ქალი და 18 ადამიანია დაშავებული.

შემთხვევის ადგილზე 250-ზე მეტი მეხანძრე მუშაობს. აფეთქების არეალში რამდენიმე ადამიანს ამ დრომდე ეძებენ. 

მახლობლად მდებარე სარკინიგზო ხაზზე მოხვედრილი ნანგრევების გამო, მატარებლების მოძრაობა შეწყვეტილია. 

კომენტარები