2018

ხელოვნებისა და კულტურის ვარსკვლავები, რომლებიც 2018 წელს გარდაიცვალნენ

ხელოვნებისა და კულტურის ვარსკვლავები, რომლებიც 2018 წელს გარდაიცვალნენ - იხილეთ სია და კიდევ ერთხელ გავიხსენოთ ხალხი, რომლებმაც სამყაროში თავიანთი კვალი დატოვეს.

ნიკოლა როგო - რეჟისორი და კინემატოგრაფი. ის 23 ნოემბერს 90 წლის გარდაიცვალა. 

მარია დე მონსერატი, საოპერო სოპრანო, გარდაიცვალა 6 ოქტომბერს, 85 წლის ასაკში.

ჰუბერთ დე ჟივენში, 91 წლის ფრანგი დიზაინერი 10 მარტს გარდაიცვალა.

შარლ აზნავური - მომღერალი, კომპოზიტორი და მსახიობი პირველ ოქტომბერს გარდაიცვალა, ის 94 წლის იყო.

მწერალი ფილიპ როთი 22 მაისს 85 წლის გარდაიცვალა.

არეთა ფრანკლინი. მომღერალი 16 აგვისტოს გარდაიცვალა. ის 76 წლის იყო.

რობერტ ინდიანა, მხატვარი და ქანდაკება Love-ს შემქმნელი 19 მაისს, 89 წლის გარდაიცვალა.

VS Naipaul, მწერალი85 წლის ასაკში, 11 აგვისტოს გარდაიცვალა. 

მარკ ედვარდ სმიტი, ინგლისელი მომღერალი და კომპოზიტორი 24 იანვარს 60 წლის გარდაიცვალა.

შრიდი, მსახიობი და პროდიუსერი, 24 თებერვალს, 54 წლის გარდაიცვალა.

ნილ საიმონი, დრამატურგი და სცენარისტი 26 აგვისტოს გარდაიცვალა. ის 91 წლის იყო.

ქეით სფეიდი, დიზაინერი 5 ივნისს გარდაიცვალა. ის 55 წლის იყო.

სტენ ლი - 95 წლის მარველის კომიქსების შემქმნელი 12 ნოემბერს გარდაიცვალა.

პენი მარშალი, 75 წლის ამერიკელი მსახიობი, რეჟისორი და პროდიუსერი 17 დეკემბერს გარდაიცვალა.

პიტ შელი, მომღერალი, კომპოზიტორი და გიტარისტი 6 დეკემბერს, 63 წლის გარდაიცვალა. 

მწერალი და ჟურნალისტი, 88 წლის ტომ ვოლფე 14 მაისს გარდაიცვალა.

მილოშ ფორმანი. კინორეჟისორი, სცენარისტი, მსახიობი და პროფესორი 13 აპრილს, 86 წლის გარდაიცვალა.

ავიჩი, რომელიც 28 წლის მუსიკოსი, დიჯეი და რემიქსერი იყო, 20 აპრილს გარდაიცვალა.

მწერალი, დრამატურგი და სცენარისტი უილიამ გოლდმენი 16 ნოემბერს, 87 წლის ასაკში გარდაიცვალა.

დოლორეს ო'იორდიანი, 46 წლის მუსიკოსი, მომღერალი და კომპოზიტორი 15 იანვარს გარდაიცვალა. 

მსახიობი, რეჟისორი და პროდიუსერი ბერტ რეინოლდსი 6 სექტემბერს, 82 წლის გარდაიცვალა.

ბერნარდო ბერტოლუჩი, იტალიელი კინორეჟისორი და მწერალი 26 ნოემბერს გარდაიცვალა. ის 77 წლის იყო.

კომენტარები