იაპონია

იაპონია საკუთარ ტერიტორიულ წყლებში ვეშაპებზე ნადირობას აახლებს

ABC

იაპონია მომავალ წელს ვეშაპებზე ნადირობის საერთაშორისო კომისიას დატოვებს და ივლისიდან საკუთარ ტერიტორიულ წყლებში კომერციული მიზნით ნადირობას აღადგენს.

ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ ისინი სამხრეთის ოკეანეში აღარ ინადირებენ. ამასთან ერთად ნადირობის აღდგენა მხოლოდ ისეთ ჯიშებს შეეხება, რომელთა პოპულაცია "ჯანსაღი" რაოდენობისაა.

"ისტორიის მანძილზე იაპონია ვეშაპებს არა მხოლოდ პროტეინის წყაროდ, არამედ ბევრი სხვა მიზნისთვის იყენებდა. ვეშაპებზე ნადირობა ხელს უწყობდა ადგილობრივ მოსახლეობას და შესაბამისად ცხოვრება და კულტურა ვეშაპების მეშვეობით ვითარდებოდა." ნათქვამია განცხადებაში.

გადაწყვეტილება გააკრიტიკა ორგანიაცია Greenpeace Japan-ის დირექტორმა. შეშფოთება გამოთქვა ავსტრალიამაც.

კომერციული მიზნით ვეშაპებზე ნადირობა 1986 წელს აიკრძალა. იაპონია 1987 წლიდან შეთანხმების გვერდის ავლით ვეშაპებზე ნადირობას აგრძელებდა, თუმცა ამბობდა, რომ ეს სამეცნიერო კვლევებისათვის იყო საჭირო.

კომენტარები