ახალი წელი

ინგლისში, მეტროს ერთ-ერთ სადგურში 200 უსახლკარო ადამიანს საშობაო სადილი მოუწყვეს

ინგლისში, კერძოდ კი ბირმინგემში მეტროს ერთ-ერთ სადგურში 200 უსახლკარო ადამიანს საახალწლო სადილი მოუწყვეს.

სადილის ორგანიზატორები არასამთავრობო ორგანიზაციები და მეტრო იყვნენ.

მსგავსი საღამოს მოწყობის მთავარი მიზეზი უსახლკარო ადამიანების დაპურება და მათთვის იმ შეგრძნების გაჩენა იყო, რომ ისინი მარტო არ არიან. 

41 წლის ლუის გალი სადილს დაესწრო და მისი თქმით, ეს შესანიშნავია.

"მე ქუჩებში ვცხოვრობ და ამ საღამოს გარეშე საშობაო საჭმელი არ მექნებოდა. ერთადერთი შანსი ცხელი სადილის მოპოვების ქუჩაში მათხოვრობა იყო. გუშინ ღამე ქუჩაში მეძინა და საშინლად ყინავდა, შესანიშნავია რაც ამ ადამიანებმა უსახლკაროებს გაუკეთეს", - თქვა ლუის გალმა.

ერთ-ერთი ორგანიზატორის თქმით, ამ დღის მთავარი იდეა უსახლკარო ადამიანებისთვის განსაკუთრებული შეგრძნებების შექმნა იყო.

"ჩვენი მთავარი მიზანი ჰუმანურობის გავრცელებაა - ჩვენ ამ ადამიანებს სადილი მივართვით, მივეცით ჩვენი ქუდები, ტანსაცმელი და იმედი. ეს მათი ღამეა და განსაკუთრებული უნდა იყოს", - თქვა ერთ-ერთმა ორგანიზატორმა.

კომენტარები