მექსიკა

მექსიკაში ვერტმფრენის ჩამოვარდნას პუებლას შტატის ახალი გუბერნატორი ემსხვერპლა

AFP

მექსიკაში ვერტმფრენის ჩამოვარდნის გამო მართა ერიკა ალონსო, მისი მეუღლე, რაფაელ მორენო ვალე და ორი პილოტი დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით ვერტმფრენში მესამე მგზავრიც იყო, რომელიც ასევე ადგილზე გარდაიცვალა.

ალონსო ქვეყნის ცენტრალური შტატის, პუებლას გუბერნატორის მოვალეობის შესრულებას 14 დეკემბერს შეუდგა. მან ივლისში გამართულ საყოველთაო არჩევნებში ამჟამინდელი პრეზიდენტის, ლოპეზ ობრდორის რჩეული კანდიდატი დაამარცხა და შტატის პირველი ქალი გუბერნატორი გახდა. რაფაელ მორენო ვალე კი სენატორი იყო და 2011-2017 წლებში პუებლას შტატის გუბერნატორის პოსტს იკავებდა.

ვერტმფრენი აფრენიდან მალევე ჩამოვარდა. მიზეზად ტექნიკური პრობლემა სახელდება.

ანდრეს მანუელ ლოპეზ ობრადორმა მომხდარის გამო მწუხარება გამოთქვა და დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა.

კომენტარები