ცესკო

ბოკუჩავა: ხელისუფლებამ ჟვანიას არჩევნების გაყალბება დაუფასა და ახალი მანდატი მისცა

საპრეზიდენტო არჩევნები ხელისუფლებამ გააყალბა და ამ გაყალბების მთავარი ორგანიზატორი იყო ცენტრალური საარჩევნო კომისია და პირადად თამარ ჟვანიას ხელისუფლებამ დაუფასა ამ არჩევნების გაყალბება იმით, რომ მას მისცა ახალი 5 წლიანი მანდატი 

ამბობს ნაციონალური მოძრაობის წევრი თინა ბოკუჩავა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ 5 წლის ვადით კვლავ თამარ ჟვანია აირჩიეს. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ცესკოს თავმჯდომარე მეორე ვადით ინიშნება. თამარ ჟვანიამ კენჭისყრაში მონაწილე 9 წევრიდან 8 მათგანის მხარდაჭერა მიიღო.

კომენტარები