ელენე ხოშტარია

ხოშტარია გახარიას: ეს პრინციპულობა, რომ ვითომ კანონი კანონობს, გამოიჩინეთ ფარცხალაძესთან

თქვენ გეცოდინებათ ალბათ სისხლის სამართლის 353-ე პრიმა მუხლი. გეცოდინებათ კარგად, იმიტომ რომ სწორედ ამ მუხლით, პოლიციელზე თავდასხმის მუხლით დააკავეთ ოპოზიციის ლიდერი. ოღონდ, ბატონო გიორგი, როდესაც თქვენ საუბრობთ, რომ ყველა აგებს პასუხს, სტატუსის მიუხედავად და ამით აჩენთ ვითომ პრინციპულობას - მე მაინტერესებს, ამ მუხლის ის ნაწილიც ხომ არ გაქვთ წაკითხული, სადაც წერია, რომ ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებზე თავდასხმა ისჯება სისხლის სამართლით, 4-დან 7 წლამდე. თუ გაქვთ წაკითხული და უნდა გქონდეთ, ისიც კარგად უნდა იცოდეთ, რომ თქვენი პრინციპულობა პირველ რიგში ფარცხალაძეზე უნდა ვრცელდებოდეს, რომელიც დიახაც, თავს დაესხა ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირს და წარმომადგენელს.

ეს პრინციპულობა და ეს ტონი, რომ ვითომ კანონი კანონობს და ვითომ თქვენ, განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებებისა, ხართ ამ კანონის გარანტი, გამოიჩინეთ სწორედ ფარცხალაძესთან მიმართებაში, რომელიც დაასვით ქვეყანას თავზე, რომელიც არის ღია კრიმინალი და ყველაფერს აკეთებს, რასაც უნდა.

ფარცხალაძე მოგონილი 5 ათასი გირაოთი წამოიყვანეთ, გაასეირნეთ, შეურაცხყოფა მიაყენეთ საზოგადოებას და თურმე ოპოზიციის ლიდერთან იჩენთ პრინციპულობას. ვერანაირი პრინციპულობა ვერ იქნება ეს შინაგან საქმეთა მინისტრის, ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული, პოლიციისთვის შეურაცხმყოფელი, ღირსეული პოლიციელებისთვის ღირსების გამთელავი...

"ევროპული საქართველოს" დეპუტატი, ელენე ხოშტარია პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, სადაც შინაგან საქმეთა მინისტრს უსმენენ. დეპუტატმა ეს გამოსვლა სწორედ გიორგი გახარიას მიემართებოდა.

კომენტარები