ეკა ბესელია

ბესელია: კობახიძე ერთ-ერთი ძალიან ნიჭიერი და საინტერესო ახალგაზრდა ლიდერია

ირაკლი კობახიძე ერთ-ერთი ძალიან ნიჭიერი და საინტერესო ახალგაზრდა ლიდერია, რომლისთვისაც შესაძლოა, პოლიტიკური გამოწვევები უფრო მეტად დადგა, რადგან პოლიტიკური ველი მისთვის უფრო ახალი იყო, განსაკუთრებით, ძალიან მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო პოზიციიდან. მას დიდი პოლიტიკური გამოცდილება არ ჰქონდა. ამიტომ, თავზე ძალიან რთული და დიდი პასუხისმგებლობის, დიდი ტვირთის აღება მოუხდა მას საკუთარ თავზე. ეს მარტივი და იოლი არ არის და ბუნებრივია, მას შეხიდება, თანაგუნდელების მხრიდან მხარდაჭერა სჭირდება, რადგან არ შეიძლება, ამხელა საქმეს მარტო გაუძღვეს. ის კარგი კონსტიტუციონალისტი და თავისი საქმის კარგი მცოდნეა. ყველაფერი ეტაპობრივად, გამოცდილებას მოაქვს. ასე რომ, ირაკლი ერთ-ერთი ძალიან ნიჭიერი და გამორჩეული ლიდერია

თქვა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ, საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში "კვირის ინტერვიუ".

კომენტარები