უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია

წმიდა სინოდი უკრაინის ავტოკეფალიის შესახებ 27 დეკემბერს იმსჯელებს

patriarchate.ge

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდი 27 დეკემბერს შეიკრიბება. მღვდელმთავრებს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიასთან დაკავშირებით, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიციის ჩამოყალიბება მოუწევთ. 

საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში წმიდა სინოდი უზენაეს აღმასრულებელ, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლებას წარმოადგენს.

უკრაინის ავტოკეფალიასთან დაკავშირებით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ამ დრომდე "წინასწარი შეფასებებისგან" თავს იკავებს. პოზიციის ჩამოყალიბებას კი კონსტანტინოპოლისა და მოსკოვის საპატრიარქოს მიერ მიწოდებული დოკუმენტების შესწავლის შემდეგ გეგმავს.

კომენტარები