ახალი წელი

ბრიტანეთში სასტუმრო 28 უსახლკარო ადამიანს ოთახებითა და საახალწლო სადილით უმასპინძლებს

unilad.co.uk

დიდ ბრიტანეთში სასტუმრო "DoubleTree Hilton" ოცდარვა უსახლკარო ადამიანს 24 და 25 დეკემბერს ოთახებითა და საახალწლო სადილით გაუმასპინძლდება.

სასტუმრო ჰილტონი უსახკლარო ადამიანებს არასამთავრობო ორგანიზაციის პროექტის ფარგლებში უმასპინძლებს. არასამთავრობა ორგანიზაცია უკვე მეორე წელია უსახლკარო ადამიანს ორი დღე სასტუმროში ცხოვრებისა და კვების ხარჯებს უფარავს.

თავდაპირველად, უსახლკარო ადამიანები სასტუმრო "Britannia Royal"-ში უნდა დარჩენილიყვნენ, თუმცა უეცრად სასტუმრომ არასამთავრობო ორგანიზაციას ჯავშანი გაუუქმა და 1,092 გირვანქა სტერლინგი უკან დაუბრუნა.

"ძალიან გაბრაზებული ვარ.

ჩვენ ვესაუბრებოდით სასტუმროს და მათ გვითხრეს, რომ 14 ორსაწოლიანი ნომერი, რომელიც შობის ღამისთვის და მომდევნო დღისთვის დავჯავშნეთ, გაგვიუქმეს და ფულიც უკან დაგვიბრუნეს.

მათ ამის გამომწვევი მიზეზი ვკითხე, რაზეც მითხრეს რომ ასეთი არ არსებობდა, შემდეგ მოვთხოვე, რომ იმეილით გამოეგზავნათ მიზეზი, რომელსაც გამოგზავნისთანავე გაგაცნობთ, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ მიზეზი ჯერ არ ვიცით, ეს ყველაფერი მაინც ძალიან დისკრიმინაციულია", - დაწერა კამპანიის ორგანიზატორმა.

მოგვიანებით, სასტუმროს წარმომადგენლებმა თქვეს, რომ ჯავშნის გაუქმების მიზეზი ის "ცუდი ქცევები" იყო, რომლებიც წინა წელს კამპანიის ფარგლებში უსახლკარო ადამიანებმა სხვა სასტუმროში ჩაიდინეს.

მიუხედავად ყველაფრისა კამპანია მაინც შედგება, რადგან სასტუმრო ჰილტონმა სოციალურ ქსელში ამ ამბის წაკითხვის შემდეგ სურვილი გამოთქვა, რომ უსახლკარო ადამიანები ორი ღამით მათთან დარჩენილიყვნენ.

მას შემდეგ რაც არასამთავრობო ორგანიზაციას სასტუმრომ ჯავშანი გაუუქმა, ხალხმა მათ 10 000 გირვანქა სტერლინგი შეწირა, რაც პროექტის ორგანიზატორების თქმით უსახლკარო ადამიანებს მოხმარდებათ.

კომენტარები