დონალდ ტრამპი

ამფიბიის ახალ ჯიშს, რომელიც ქვიშაში იმალება დონალდ ტრამპის სახელი უწოდეს

BBC

პანამაში ახალი ამფიბია აღმოაჩინეს, რომელიც ქვიშაში იმალება. ერთ-ერთი კომპანიის ხელმძღვანელმა აუქციონზე 25,000 აშშ დოლარი გადაიხადა იმისათვის, რომ ამფიბიისთვის სახელი მას შეერჩია. შედეგად ამფიბიას Dermophis donaldtrumpi ეწოდა.

კომპანიის თქმით მათ ამ ნაბიჯით კლიმატის ცვლილების შესახებ ცნობიერების ამაღლება სურდათ.

"Dermophis donaldtrumpi კლიმატის ცვლილებისადმი განსაკუთრებით მოწყვლადია და მისი სეხნიის პოლიტიკის გამო შესაძლოა გადაშენდეს კიდეც." ამბობს EnviroBuild-ის თანადამფუძნებელი.

პატარა ბრმა ამფიბია მიწის ქვეშ ცხოვრობს და როგორც კომპანიაში ამბობენ ეს კიდევ ერთი პარალელია აშშ-ის პრეზიდენტთან:

"მიწაში თავის ჩარგვა დონალდ ტრამპს ეხმარება ადამიანის მიერ გამოწვეულ კლიტმატის ცვლილებაზე არსებული სამეცნიერო კონსესუსი უარყოს." ამბობენ ისინი.

შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპს მიაჩნია, რომ კლიმატის ცვლილება რეალურია, თუმცა არა ადამიანების საქმიანობის მიერ გამოწვეული. პრეზიდენტად არჩევის შემდეგ დონალდ ტრამპმა აშშ პარიზის კლიმატის ცვლილების შეთანხმებიდან გამოიყვანა.


ფოტო: BBC

კომენტარები