აქცია კახეთში

ვაშაძე: ხალხო, ვარ აღშფოთებული, უკვე აღარ შემიძლია მე ამ სახელმწიფოში ცხოვრება

ხალხო, ვარ აღშფოთებული, უკვე აღარ შემიძლია მე ამ სახელმწიფოში ცხოვრება. შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყოს იმით, რომ პოლიტიკურ პოლიციას, რომელიც თავის თავს სუს-ს ეძახის, კითხოს რატომ დაგვახვედრეს გურჯაანის შესასვლელში სუს-ის კონტროლირებადი ზონდერები, რომლებიც აგურებს ესროდნენ მოძრავ მანქანებს. რატომ გადაკეტეს ყველა გზა და იტყუებიან რომ ვითომ ავტობუსებით აპირებდნენ ჩვენს მიყვანას თელავში. რატომ გადაკეტეს გრემთან გზა. ვენახებით გავედი თელავში...

დავით კირკიტაძეს პოლიციის მანქანა არ დაუზიანებია, მან დააზიანა, და ეს კადრებში კარგად ჩანს, გაუგებარი წარმოშობისა და კუთვნილების ავტობუსი, რომელიც პოლიტიკურმა პოლიციამ გზაზე იმისთვის დააყენა, რომ საზოგადოებისთვის შეეზღუდა ყველა ჩვენი კონსტიტუციური უფლება. და თქვენ თუ კადრებს ყურადღებით ნახავთ, ნახავთ, რომ იგივე ავტობუსს, როგორ ვაჩერებ მე, რომელიც ცდილობს გზა გადაკეტოს.

ოპოზიციური გაერთიანების ძალა ერთობაშია წევრი გრიგოლ ვაშაძე, ენმ-ის წევრის დავით კირკიტაძის დაკავების შესახებ საუბრობს.

კომენტარები