აქცია კახეთში

კილაძე: ნაციონალური მოძრაობის ქმედებები არის უკიდურესად არადემოკრატიული

ჩვენ ვცხოვრობთ სამართლებრივ სახელმწიფოში. ის, რაც გუშინ ვნახეთ, შეიცავდა სავარაუდო დანაშაულის ნიშნებს. ამიტომ, ამაზე უნდა ჰქონდეს რეაგირება სახელმწიფოს. არ არის ინდულგენცია რომელიმე პარტიის წევრობა ან დეპუტატობა, კანონის წინაშე ყველა თანასწორია და უნდა მოეთხოვოს პასუხი. პოლიტიკური პარტიის წევრობა, „წამებულის მანტია“ არ უნდა იყოს ინდულგენციის საგანი. რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ მიმართავს, ეს არის უკიდურესად არადემოკრატიული. სიტყვის თავისუფლება, შეკრებებისა და გამოხატვის თავისუფლება გარანტირებულია, მაგრამ გუშინ რაც ვნახეთ, ეს იყო სერიოზული პროვოკაციები.

ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე გუშინ კახეთში ოპოზიციის წევრებსა და პოლიციელებს შორის მომხდარი დაპირისპირების შესახებ. კილაძის ამ კომენტარს პირველი არხი ავრცელებს.

კომენტარები