მეც ახლა გავიგე მისი დაკავების ფაქტის შესახებ. რა თქმა უნდა, ჩვენ ჩავერთვებით ამ პროცესში, თუ მას დასჭირდა დახმარება ან ექნება კონკრეტული არგუმენტაციები, თუ რატომ არ უნდა მომხდარიყო დევნა მის მიმართ, რა თქმა უნდა, ამ ფაქტებს ჩვენ შევისწავლით.
ამ ეტაპზე უფრო სრულყოფილ შეფასებას ვერ გავაკეთებ იმიტომ, რომ ახლა გახდა ჩემთვისაც ცნობილი.
გამოძიება არის სამართალდამცავი ორგანოების პრეროგატივა. ჩემი ინფორმაციით, დაშავებულია 4 მოქალაქე და 10 პოლიციელი. მე ვფიქრობ, რომ ამ ფაქტებს სჭირდება გამოძიება და ყველამ უნდა აგოს პასუხი თავისი საქციელის გამო, იქნება ეს პოლიციელი თუ იქნება ეს აქციის მონაწილე
ომბუდსმენი