იაპონია

იაპონიამ 2018 წლის აღსაწერად "კატასტროფის" აღმნიშვნელი იეროგლიფი გამოიყენა

კიოტოში მდებარე ანტიკური კოშკის ოსტატი თეთრ ფურცელზე 2018 წლის აღმნიშვნელ სიმბოლოს წერს
AFP/GETTY

იაპონიამ 2018 წლის აღსაწერად "კატასტროფის" აღმნიშვნელი იეროგლიფი გამოიყენა.

იაპონურმა ტელევიზიებმა პირდაპირ ეთერში გაუშვეს ახლადარჩეული სიმბოლოს ცერემონიალი. კიოტოში მდებარე ანტიკური კოშკის ოსტატმა ახალი იეროგლიფი დიდ თეთრ ფურცელზე დაწერა.

ამ ღონისძიებას საფუძველი კიოტოში 1995 წელს ჩაეყარა და მას შემდეგ ყოველ წელს იმართება. 

ყოველწლიურ კენჭისყრაში საზოგადოებამ კანჯის (იაპონური დამწერლობათა სისტემა) ეს იეროგლიფი იმიტომ აირჩია, რომ 2018 წელს ქვეყანამ ბევრი კატასტროფა გადაიტანა, მათ შორის, წყალდიდობა, ტიფები, მიწისძვრები და გვალვის პერიოდები.

აღნიშნულმა კატასტროფებმა იაპონიის ეკონომიკა ძალიან დააზარალა, რის შედეგადაც, მესამე კვარტალში ეკონომიკური ზრდა 1.2%-მდე დაეცა. 

კომენტარები