ყველა კონფლიქტი, რაც მოხდა, იყო "ქართული ოცნების" ბრალი. გუშინ ნიკა მელიას გამოსვლა მკაცრი, პრინციპულ, ხმამაღალ ტონალობაში იყო. პარლამენტის ამ მიმართულებით არაფერს ზღუდავს. ერთი დეპუტატი ფინიასავით შეუჩნდა, მეორე უკან ტურასავით მოეპარა და ხედავდით, ბრჭყალების ჩავლება როგორ უნდოდა და ვერ მოახერხა. თუ ჩანაწერებს ნახავთ, ნიკა მელია არის "ქართული ოცნების" თავდასხმის მსხვერპლი. ადამიანი გამოდის, არ აცდიან. ერთი უყვირის, მეორე უბრახუნებს. საბოლოო ჯამში ქალბატონი თავს დაესხა და კიდევ კარგი საათი ესროლა და არა ქოში. მეორე დეპუტატს, რომელსაც თავი გმირი ჰგონია და მარჯანიშვილზე ამაყობს ქუჩაში დგომით, უკნიდან მიეპარა, როგორც ლომს ტურები მიეპარებიან ხოლმე
tbl.ge/3ceb
დაკოპირდა

ipn-ს ინფორმაციით, ასე გამოეხმაურა ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის" თავჯდომარე რომან გოცირიძე გუშინ პარლამენტში მომხდარ ინციდენტს. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ნიკა მელია და ირმა ინაშვილი ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ, რაც შემდეგ უფრო ფართო დაპირისპირებაში გადაიზარდა და მანდატურების ჩარევა გახდა საჭირო
ამავე თემაზე
- შეიქმნება სამსახური, რომელიც გზაზე პირუტყვის გადასვლის პრევენციასაც უზრუნველყოფს
- საპარლამენტო დელეგაცია პაპ ლეო XIV-ს და კარდინალ პიეტრო პაროლინის შეხვდა - პრესსამსახური
- კობახიძის მოსმენაზე, 26 ნოემბერს, პარლამენტში ვიზიტორებს და ონლაინმედიას არ შეუშვებენ
- კობახიძის მოხსენების გამო, 27 ივნისს პარლამენტში ვიზიტორებს და ონლაინმედიას არ შეუშვებენ
- სხდომაზე პაპუაშვილი მოხსენებით წარსდგება, ონლაინ მედიას პარლამენტში ისევ არ შეუშვებენ




