კენჭი ვერ უყარეს უმნიშვნელოვანეს დოკუმენტს, რომელსაც 2019 წლის ბიუჯეტი ჰქვია, მაგრამ ესეც არ არის მთავარი. წელიწადში იმართება 45 პლენარული სხდომა. ორი წელი გავიდა და საუბარია 90 პლენარულ სხდომაზე. არ მახსოვს ერთი შემთხვევაც კი, რომ 12:00 საათზე დაწყებულიყო პარლამენტის პლენარული სხდომა. პატიოსნად მოვდივარ, ვზივარ 12–დან 2 საათამდე და სულ მცირე ორი საათის დაგვიანებით იწყება სხდომა. ეს გამოდის 180 საათი წელიწადში. ამდენი საათი ვიცდი დარბაზში ამათი მომლოდინე, ვიდრე მაჟორიტარები, უსაქმური დეპუტატები გამოცხადდებიან და მოახერხებენ კვორუმის შექმნას. ჩემი ცხოვრების შვიდნახევარი დღე დავკარგე ამ დარბაზში უმრავლესობის ლოდინში
tbl.ge/3ccd
დაკოპირდა

ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავჯდომარე რომან გოცირიძე. ცნობისთვის, პარლამენტში 2019 წლის ბიუჯეტის პროექტზე კენჭისყრა ვერ ჩატარდა. მიზეზი კვორუმის არარსებობა იყო.
ამავე თემაზე
- შეიქმნება სამსახური, რომელიც გზაზე პირუტყვის გადასვლის პრევენციასაც უზრუნველყოფს
- საპარლამენტო დელეგაცია პაპ ლეო XIV-ს და კარდინალ პიეტრო პაროლინის შეხვდა - პრესსამსახური
- კობახიძის მოსმენაზე, 26 ნოემბერს, პარლამენტში ვიზიტორებს და ონლაინმედიას არ შეუშვებენ
- კობახიძის მოხსენების გამო, 27 ივნისს პარლამენტში ვიზიტორებს და ონლაინმედიას არ შეუშვებენ
- სხდომაზე პაპუაშვილი მოხსენებით წარსდგება, ონლაინ მედიას პარლამენტში ისევ არ შეუშვებენ




