უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია

საპატრიარქო: რუსმა მიტროპოლიტმა შეშფოთება გამოხატა უკრაინის პრობლემის გამო

მიტროპოლიტ ილარიონ ალფეევის ვიზიტი

საქართველოს საპატრიარქოს განცხადებით, კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე რუსეთის ეკლესიის საგარეო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელს, მიტროპოლიტ ილარიონ ალფეევს შეხვდა. 

"შეხვედრაზე ეკლესიათა შორის არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს. მეუფე ილარიონმა შეშფოთება გამოხატა უკრაინის პრობლემის გამო და საქართველოს ეკლესიას გადმოსცა საბუთები, სადაც დაფიქსირებულია რუსეთის ეკლესიის პოზიცია.

მისმა უწმინდესობამ ბრძანა, რომ გაეცნობიან და შეისწავლიან როგორც მსოფლიო საპატრიარქოს, ისე რუსეთის ეკლესიის მიერ წარმოდგენილ მასალებს და წმ. სინოდის სხდომაზე იმსჯელებენ მათ შესახებ", - ნათქვამია განცხადებაში.

მიტროპოლიტი ილარიონ ალფეევი საქართველოში უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის მინიჭებამდე რამდენიმე დღით ადრე ჩამოვიდა. 

ოფიციალური ვერსიით, მან აღმსარებელ თამარ მარჯანიშვილის წმინდა ნაწილები ჩამოასვენა.

კომენტარები