Avengers: Endgame

AVENGERS: ENDGAME-ის ტრეილერი იუთუბზე ყველაზე ნახვადი ტრეილერია

გუშინ, Avengers: Endgame-ის ტრეილერი გამოვიდა.

მარველის ფილმი პარასკევს 5 საათზე გამოვიდა, შაბათს 5 საათისთვის კი უკვე 289 მილიონი ნახვა ჰქონდა, რაც ამ დროისთვის რეკორდული მაჩვენებელია.

მარველმა რეკორდული მაჩვენებლის გამო გულშემატკივარს მადლობა გადაუხადა.

"საუკეთესო ფანებს მსოფლიოში, მადლობა რომ ხართ აქ დასაწყისიდან თამაშის დასასრულამდე და ქმნით მარველის Avengers: Endgame-ის ტრეილერს ყველაზე ნახვადს ისტორიაში, 289 მილიონი ნახვით 24 საათში", - დაწერა მარველის სტუდიამ ტვიტერზე.

წინა რეკორდსმენი ასევე მარველის ფილმის Avengers: Infinity War-ის ტრეილერი იყო.

 

კომენტარები