კინო

6 ცნობილი რეჟისორის საყვარელი თანამედროვე ფილმები

New York Times-მა 6 ცნობილ რეჟისორს სთხოვა დაესახელებინათ მათი საყვარელი ფილმები, რომლებიც 21-ე საუკუნეშია გადაღებული.

"საწვრთნელი დღის", "Equalizer"-ის და "შესანიშნავი შვიდეულის" 2016 წლის რემეიქის რეჟისორი, ანტუან ფუკუა მის 10 საყვარელ თანამედროვე ფილმს ასახელებს. ესენია 2016 წლის ფილმი "ღობეები", რომელშიც დელზელ უოშინგტონი თამაშობს. უოშინგტონი ფუკუას საკუთარ ფილმებშიც არაერთხელ გადაუღია." ასევე დენი ბოილის ფილმი "მილიონერი ღარიბთა უბნიდან", "ველური სამხრეთის მხეცები", ქეთრინ ბიგელოუს "Zero Dark Thirty", ჯეიმს კამერონის "ავატარი", სტივენ სპილბერგის "მიუნხენი", პოლ ტომას ანდერსონის "ნავთობი" ("There will be blood"), რომან პოლანსკის "პიანისტი", დევიდ კრონენბერგის "აღმოსავლური დაპირებები" და რიდლი სკოტის "გლადიატორი".

გლადიატორი
ფოტო: Atlantic

ლეგენდარული რეჟისორის, ფრენსის ფორდ კოპოლას ქალიშვილი, ასევე ცნობილი რეჟისორი სოფია კოპოლა, რომელსაც ეკუთვნის ფილმები "თარგმანში დაკარგული" და "ცდუნება" ამბობს, რომ მისი საყვარელი თანამედროვე ფილმებია "ფორს მაჟორი", "თეთრი ბაფთა", "ველურები", "კანქვეშ", ანიმაცია "სუპერ ოჯახი", "იდა" და ალექს გარლანდის "Ex Machina"

Ex Machina
ფოტო: Atlantic

"მეჯვარეების" და "მოჩვენებებზე მონადირეების" რემეიქის რეჟისორს, პოლ ფრეიგს უყვარს ფილმები "ნაპოლეონ დინამიტი", "მულენ რუჟი", "სიმღერების ქუჩა", "დედპული", "ეს სამყაროს დასასრულია", "ამელი", "მარტოხელა მამაკაცი", "მთვარე" და ჯეიმს ბონდის ფილმი "კაზინო როიალი".

კაზინო როიალი
ფოტო: Getty

"ტყვეების", "სიკარიოს", "ჩამოსვლის", "ბლეიდ რანერი 2049"-ს რეჟისორის, კანადელი დენი ვილნევის საყვარელი ფილმებია ბერძენი რეჟისორის, იორგოს ლანთიმოსის "ეშვი", ლარს ვონ ტრიერის "დოგვილი", ალფონსო კუარონის "კაცობრიობის შვილები", კრისტოფერ ნოლანის "დასაწყისი" (Inception) და ალეხანდრო გონსალეს ინარიტუს "საშინელი სიყვარული" (Amores Perros).

Inception
ფოტო: Getty

"ჰერკულესის" და "პიკის საათის" რეჟისორს, ბრეტ რეტნერს უყვარს "პიანისტი", "ბორატი", "წვეულება ვეგასში", "სოციალური ქსელი", "დაბადება", "რომან პოლანსკი: ძებნილი და სასურველი" და "მოკალი ბილი".

მოკალი ბილი
ფოტო: IndieWire

დოკუმენტური ფილმების "საიენტოლოგია და მრწამსი, როგორც ციხე", "ჩვენ ვიპარავთ საიდუმლოებებს: ვიკილიქსის ისტორია", "არმსტრონგის ტყუილი", "სტივ ჯობსი: ადამიანი მოწყობილობაში" და "მეა მაქსიმა კულპა: სიჩუმე ღვთის სახლში" ავტორს, ალექს გიბნის კი საყვარელი ფილმების სიად ჩამოთვლა არ უყვარს, რადგან მიაჩნია, რომ მაგალითად ჰაიაო მიაძაკის "მოჩვენებების მიერ გატაცებულს" და დევიდ კრონენბერგის "აღმოსავლურ დაპირებებს" ერთმანეთს ვერ შეადარებს.

Spirited Away
ფოტო: Ghibli

კომენტარები