დონალდ ტრამპი

ტრამპი პარიზის აქციებზე: ისინი იძახიან "ჩვენ გვინდა ტრამპი!" მიყვარს საფრანგეთი

დონალდ ტრამპი
EPA

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საკუთარ Twitter-ზე საფრანგეთში მიმდინარე საპროტესტო აქციებს გამოეხმაურა და კიდევ ერთხელ გააკრიტიკა პარიზის კლიმატის ცვლილების შეთანხმება:

"პარიზის შეთანხმება აშკარად ვერ მუშაობას კარგად პარიზისთვის. მთელს საფრანგეთსი აქციები და არეულობაა. ხალხს არ სურს დიდი ოდენობით ფულის გადახდა, მისი დიდი ნაწილის მესამე მსოფლიოს ქვეყნებისათვის (რომელთა მმართველობაშიც საეჭვოა), იმისათვის, რომ გარემო დაიცვან. ისინი იძახიან "ჩვენ გვინდა ტრამპი!". მიყვარს საფრანგეთი." დაწერა მან.

საფრანგეთში "ყვითელი ჟილეტების" მოძრაობის ანტი-სამთავრობო აქციები გრძელდება. ქალაქის ცენტში 5,000-მდე ადამიანი იყო შეკრებილი. პოლიციამ აქციის 272 მონაწილე დააკავა. აქციები მეოთხე კვირაა გრძელდება. თავდაპირველად მომიტინგეები საწვავზე გადასახადების ზრდას აპროტესტებდნენ, თუმცა შემდეგ მოძრაობა ანტი-სამთავრობო აქციებში გადაიზარდა. საფრანგეთის მთავრობამ საწვავზე გადასახადების ზრდის პროექტი ჯერ 6 თვით გადადო, შემდეგ კი 2019 წლის ბიუჯეტიდან ამოიღო. ტრამპი ამ გადაწყვეტილებას მიესალმა:

"მოხარული ვარ, რომ ჩემმა მეგობარმა ემანუელ მაკრონმა და პარიზელმა მომიტინგეებმა მიაღწიეს იმ დასკვნას, რასაც მე ორი წლის წინ მივაღწიე. პარიზის შეთანხმება საბედისწეროდ ხარვეზიანია იმიტომ, რომ პასუხისმგებიან ქვეყნებს ენერგიაზე გადასახადებს უზრდის და ყველაზე საშინელ დამბინძურებლებს ხელს აფარებს. მე მინდა სუფთა ჰაერი და სუფთა წყალი და დიდი ნაბიჯების გადადგმა ამერიკის გარემოს გასაუმჯობესებლად. მაგრამ ამერიკელმა გადასახადების გადამხდელებმა და ამერიკელმა მშრომელებმა სხვა ქვეყნების დაბინძურებების გამო არ უნდა გადაიხადონ." დაწერა მან.

აშშ-მა პარიზის კლიმატის ცვლილების შეთანხმება დონალდ ტრამპის მიერ პრეზიდენტის პოსტის დაკავების შემდეგ დატოვა. ტრამპს მიაჩნია, რომ შეთანხმება უსამართლოა და ზიანის მომტანია ხოლო კლიმატის მკვლევარ მეცნიერებს პოლიტიკური მოტივები აქვთ, როდესაც გლობალურ დათბობაზე პასუხისმგებლობას კაცობრიობას აკისრებენ.

კომენტარები