huawei

Huawei-ს დამფუძნებლის ქალიშვილი კანადაში დაიჭირეს, აშშ ექსტრადიციას ითხოვს

EPA

კანადაში ჩინური ტელეკომუნიკაციების კომპანიის Huawei-ს დამფუძნებლის ქალიშვილი და კომპანიის მთავარი ფინანსური ოფიცერი, მენგ უანჟოუ დააპატიმრეს. მას აშშ-ში ექსტრადირება ემუქრება.

აშშ Huawei-ს წინააღმდეგ გამოძიებას ირანისა და ჩრდილოეთ კორეისათვის დაწესებული სანქციების დარღვევის გამო აწარმოებს.

ამერიკელი კანონმდებლების თქმით კომპანია აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისათვის საშიშროების შემცველია და შესაძლოა, მათ ტექნოლოგიებს ჩინეთის მთავრობა ჯაშუშობისათვის იყენებს.

კომპანიაში ირწმუნებიან, რომ მთავრობის კონტროლის ქვეშ არ არიან, თუმცა დიდი ბრიტანეთის და ახალი ზელანდიის მთავრობებმა ტელეკომუნიკაციებისათვის Huawei-ს და ZTE-ს ტექნიკის გამოყენება უსაფრთხოების რისკებიდან გამომდინარე უკვე აკრძალა.

კომენტარები