დღეს მის ირგვლივ ადამიანები იმას კი არ ცდილობენ თუნდაც, რომ რაღაც კარგი გააკეთონ და ამით თავი მოაწონონ ბიძინა ივანიშვილს, ყველა ცდილობს, რომ მიხვდეს წინასწარ, რა ესიამოვნება ბიძინა ივანიშვილს, რომ ის გააკეთონ. აბსოლუტურად პარაზიტული უფუნქციო სისტემა შეიკრა, სადაც ინტრიგების, მამაძაღლობების მეტი არავის არაფრის კეთება აღარ უნდა, ძალიან კონფორტულად გრძნობენ თავს, თვითონ თავის ჭიას ახარებენ, სახლობანას თამაშობენ და ყველაფერი ეტენება ბიძინას, ესე უნდათ ცხოვრების გაგრძელება, ეს არის მათი სამყარო, პარაზიტული სამყარო, რომელიც, როგორც კი მოშორდება ბიძინა ივანიშვილი, მაშინვე კვდომის რეჟიმში გადავა
tbl.ge/3bij
დაკოპირდა

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი TV პირველის ეთერში.
ამავე თემაზე
- ოცნებამ საპატრიარქოსთვის სარეზერვო ფონდიდან 5 მილიონ 300 ათასი ლარი გამოყო
- ოცნება ახალ უმაღლეს სასწავლებელს, დიპლომატიის აკადემიას ქმნის
- ივანიშვილის ხედვამ განსაზღვრა გზა, რომელმაც ქვეყანა გარდამტეხ ეტაპამდე მიიყვანა - კობახიძე
- ზარქუა ალიანსზე: ერთი სტრატეგია აღმაშენებელია ახალი სახე, მეორე მე - ჩინეთის იმპერატორი
- მაჭავარიანი: 2012 წლიდან საქართველოში პოლიტპატიმარი არ არის




