თავდასხმა თაკო ჩარკვიანზე

ჩარკვიანი: კალაძემ მოუწოდა დაჯგუფებებს ოჯახების მომავალი შევიწროებისკენ

კახა კალაძემ პრაქტიკულად მოახდინა შემდგომი ესკალაცია და მოუწოდა დაჯგუფებებს ოჯახების მომავალი შევიწროებისკენ. ვკითხულობ მის ციტატას: „რასაც დასთეს, იმას მოიმკი”, ამას ცხადია, გაგრძელება ექნება და ჩვენ უკვე შევატყობინებთ ყველაფერს საერთაშორისო ორგანიზაციებს. ჩვენი ოჯახის აღმოჩნდა დიდი მოსალოდნელი დარტყმის ქვეშ. პრაქტიკულად „გააპრავა“ ბოროტმოქმედება მოქმედმა მერმა.  ვინაიდან მისი თანამშრომლეი არის დავით მაჭავარიანი, არათუ მოქმედი, პრაქტიკულად ამ ინციდენტის ერთერთი ორგანიზატორი იყო

თაკო ჩარკვიანი თბილისის მერის, კახა კალაძის თანამდებობიდან გათავისუფლებას ითხოვს. ამის შესახებ ჩარკვიანმა დღევანდელ ბრიფინგზე ისაუბრა. ჩარკვიანი მის ოჯახზე თავდასხმის შესახებ, კახა კალაძის კომენტარს გამოეხმაურა. კალაძემ დღეს ამ თემაზე საუბრისას თქვა: „რასაც დასთეს, იმას მოიმკი".

კომენტარები