თავდასხმა თაკო ჩარკვიანზე

თაკო ჩარკვიანზე თავდასხმის საქმეზე ერთერთი დაკავებული საკრებულოს პროტოკოლის უფროსია

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში თაკო ჩარკვიანსა და მის ქმარზე დღეს მომხდარი თავდასხმის საქმეზე ერთ-ერთი დაკავებული თბილისის საკრებულოს პროტოკოლის უფროსი, დავით მაჭავარიანია. მისი იდენტიფიცირება თავდასხმის ამსახველი ვიდეომასალიდან არის შესაძლებელი.

ტაბულას თბილისის საკრებულოშიც დაუდასტურეს, რომ ვიდეოში ნამდვილად დავით მაჭავარიანია.

"ვიდეოში ნამდვილად თბილისის საკრებულოს პროტოკოლის უფროსი, დავით მაჭავარიანია. თუმცა, მონაწილეობდა თუ არა ის თავდასხმაში, ჩვენთვის უცნობია",- ამბობენ საკრებულოს პრესსამსახურში.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თაკო ჩარკვიანსა და მის ქმარზე თავდასხმის ფაქტზე 1 პირი ძალადობის ბრალდებით (სისხლის სამართლის კოდექსის 166-ე მუხლი) სისხლის სამართლის წესით, ხოლო 3 პირი წვრილმანი ხულიგნობის (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლი) ბრალდებით ადმინისტრაციული წესით დააკავეს.

უწყებაში ტაბულას უთხრეს, რომ დავით მაჭავარიანი არ არის ის პირი, ვის მიმართაც საქმის წარმოება ძალადობის მუხლით დაიწყო - ის ადმინისტრაციული წესით, წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს.

კომენტარები