თავდასხმა თაკო ჩარკვიანზე

თბილისის საკრებულო: საკრებულოს თანამშრომელი ჩხუბში მონაწილეებს აშველებს

timer.ge

თბილისის საკრებულო გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელზე, თაკო ჩარკვიანზე და მის ქმარზე ქუთაისის აეროპორტში თავდასხმის ფაქტს განცხადებით გამოეხმაურა. 

"გვინდა ქუთაისის აეროპორტში მომხდარ ინციდენტს გამოვეხმაუროთ, რომელშიც თბილისის საკრებულოს თანამშრომელი დავით მაჭავარიანი ფიგურირებს. პირველ რიგში აღვნიშნავთ, რომ ჩვენთვის ყოველგვარი ძალადობა, ვისი მხრიდანაც არ უნდა მოდიოდეს იგი, მიუღებელია, თუმცა უნდა ითქვას, რომ გავრცელებულ ვიდეომასალაში ნათლად ჩანს, რომ საკრებულოს თანამშრომელი ჩხუბში მონაწილე პირებს აშველებს და ფიზიკურ შეურაცხყოფას არავის აყენებს.

დავით მაჭავარიანი თბილისის საკრებულოში, სხვადასხვა პოზიციებზე, 2007 წლიდან მუშაობს. იგი გაწონასწორებული, მშვიდი და წესიერი ადამიანია.

ცალსახად ვაცხადებთ, რომ თბილისის საკრებულო გადაწყვეტილებას მხოლოდ კანონის შესაბამისად და არა კერძო პირების მოთხოვნებიდან გამომდინარე მიიღებს."- წერია თბილისის საკრებულოს განცხადებაში. 

კომენტარები