სამირა ისმაილოვა

სამირა ისმაილოვა პოლიციას უფლებამოსილების გადამეტებაში ადანაშაულებს

სამირა ისმაილოვა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ბოლნისის რაიონული ორგანიზაციის თავჯდომარე, სამირა ისმაილოვა, ბოლნისის პოლიციას უფლებამოსილების გადამეტებაში ადანაშაულებს. 

ის ამბობს, რომ გუშინ ღამით მის სახლთან გამომძიებლები მივიდნენ და კარის შემტვრევით ემუქრებოდნენ.

ისმაილოვამ გაასაჯაროვა სატელეფონო ჩანაწერი, რომელშიც, მისი თქმით, ბოლნისის პოლიციის თანამშრომელი ბოდიშს იხდის და აღიარებს, რომ უფლებამოსილებას გადაამეტეს. 

"გამომძიებლები მივიდნენ ჩემთან სახლში, იმუქრებოდნენ კარის ჩამოღებით და ცდილობდნენ ასეთი სახით ჩაებარებინათ უწყება. გამომძიებელმა ჩემთან სატელეფონო საუბარში აღიარა; ზაზა ფაცაციამ, პრაქტიკულად, ჩემთან სატელეფონო საუბარში აღიარა, რომ ნამდვილად გადაამეტეს თავიანთ უფლებამოსილებას,"- განაცხადა ისმაილოვამ პრესკონფერენციაზე. 

კომენტარები