ხორავას ქუჩის საქმე

ზოიძე: სარალიძეს აქვს შეგრძნება რომ სამართალი ვერ იპოვა, მსგავსი არასდროს უნდა განმეორდეს

ძალიან სამწუხაროა, რომ ამ ადამიანების ოჯახის წევრებს უხდებათ რუსთაველის გამზირზე ამ ამინდში ყოფნა. გულით ვამბობ ამას. აღარ დავუბრუნდები საკითხს, რომ [ხორავას ქუჩის] გამოძიება ჯერ კიდევ მიმდინარეობს და უნდა დასრულდეს. ფაქტია, ადამიანს [ზაზა სარალიძეს] აქვს შეგრძნება, რომ მან სამართალი ვერ იპოვა და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ასეთი რამ ამ ქვეყანაში არასდროს განმეორდეს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, აკაკი ზოიძე ხორავას ქუჩის საქმეზე. ტრაგედიიდან დღეს ერთი წელი გავიდა.

კომენტარები