ოჯახში ძალადობა

ოჯახში ძალადობის ჩამდენი პირებისთვის სასჯელი გამკაცრდა

www.geo.tv

საქართველოს პარლამენტმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულებების შესახებ მომზადებული კანონპროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცა.

ახალი კანონპროექტი ოჯახში ძალადობის ჩამდენი პირებისთვის სასჯელის გამკაცრებას ითვალისწინებს. კერძოდ, ოჯახში ძალადობის პირველივე შემთხვევა დაისჯება 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთით. ასევე, პირის მიერ წარსულში ოჯახური დანაშაულის ან/და ოჯახში ძალადობის ჩადენის ფაქტი გათვალისწინებული იქნება, როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება.

დამამძიმებელ გარემოება გახდა გენდერის ნიშნით დანაშაულის ჩადენა, ამ შემთხვევაში კი და სანქცია უფრო მკაცრი იქნება.

ზემოაღნიშნულის გარდა, პირს შემაკავებელი ან დამცავი ორდერებით დაკისრებული ვალდებულებების დარღვევის პირველივე შემთხვევისას, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ნაცვლად, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრება.

კომენტარები