საპროტესტო აქცია პარლამენტთან

მაჩალიკაშვილი: 25-ში თემირლანის დაბადების დღეა, რომელიც ჩვენთვის ძალიან მძიმე დღე იქნება

აქცია მანამდე გაგრძელდება, სანამ ჩვენს ყველა კითხვას პასუხი არ გაეცემა, აქცია გაგრძელდება მანამდე, სანამ დამნაშავეები არ დაისჯებიან. გვაქვს იმედი, რომ მივაღწევთ სიმართლეს და სამართალს. პანკისიდან აპირებენ ჩამოსვლას ყველა შერეული კატეგორიის ხალხი. მათაც აქვთ სათქმელი თემირლანთან დაკავშირებით. 25-ში თემირლანის დაბადების დღე მოდის, რომელიც ჩვენთვის ძალიან მძიმე დღე იქნება

ამბობს მალხაზ მაჩალიკაშვილი. აქცია პარლამენტის წინ გრძელდება.

კომენტარები