საქართველოს პარლამენტი

ინაშვილი ოპოზიციას: იმ პლაკატებს, აქა-იქ რომ აკრავთ, გაგაკრავთ შუბლზე

ძალიან მარტივად მინდა გითხრათ - გონორს დაუწიეთ და ფარები ჩააქრეთ, თქვენი არავის არ ეშინია ამ ქვეყანაში, იმ პლაკატებს ახლა, აქა-იქ რომ აკრავთ, გაგაკრავთ შუბლზე და დავამთავრებთ ამითი. ჩვენც დაგივლით სათითაოდ, ყველას კარებთან მოვალთ და ვერავინ ვერ გამაჩერებთ, ყველას აგიკრავთ კარებთან, რომ თქვენ ჩააბარეთ ახალგორი და კოდორი გაყიდეთ... ბოლომდე გაგასწორებთ მიწასთან პოლიტიკურად, მორალურად და ზნეობრივად, თქვენ მაინც არ გაქვთ ზნეობა, დაცლილი ხართ ამ ყველაფრისგან. ამიტომ გეუბნებით, ჩააქრეთ ფარები, თქვენი ტიტუშკების არავის არც ეშინია, არც გვარამიასი ეშინია არავის, იქიდან რომ დედას იგინება, დედის გინებაზე კი არა, დაგივლით სათითაოდ, სათითაოდ დაგივლით დედიან-მამიანად სუყველას

პატრიოტთა ალიანსის წევრმა ირმა ინაშვილმა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე ენმ-ის დეპუტატს რომან გოცირიძეს და "სააკაშვილი-ბოკერიას რეჟიმს" მიმართა.

კომენტარები