დონალდ ტრამპი

სანდერსი: ტრამპი პარიზში ღონისძიებას იმიტომ არ დაესწრო, რომ ტრანსპორტის შეფერხება არ სურდა

დონალდ ტრამპი
AFP

მას შემდეგ, რად აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გააკრიტიკეს იმის გამო, რომ პარიზში ვიზიტისას მან პირველ მსოფლიო ომში დაღუპულთა სასაფლაო არ მოინახულა და მიზეზად ცუდი ამინდი დაასახელა, თეთრი სახლის სპიკერმა, სარა სანდერსმა განმარტება გააკეთა.

ცუდი ამინდის გამო ტრამპის ვერტმფრენი ვერ აფრინდა. პრეზიდენტი იმის გამო გააკრიტიკეს, რომ სანაცვლოდ ის მანქანით არ წავიდა მემორიალზე.

სანდერსის თქმით ტრამპი პირველ მსოფლიო ომში დაღუპულთათვის პატივის მისაგებად გამართულ ღონისძიებას იმიტომ არ დაესწრო, რომ პარიზის სატრანსპორტო მოძრაობის შეფერხება არ სურდა. მისი თქმით პრეზიდენტის მანქანით გადაადგილებისათვის გზების გადაკეტვა გახდებოდა საჭირო:

"პრეზიდენტ ტრამპს არ სურდა ქალაქის სატრანსპორტო მოძრაობაში მსგავსი მოულოდნელი შეფერხების გამოწვევა." თქვა მან.

ტრამპი არ დაესწრო მშვიდობის კონფერენციასაც.

შეგახსენებთ, რომ გუშინ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა პარიზში მსოფლიო ლიდერებს უმასპინძლა. მათ პირველი მსოფლიო ომის დასრულებიდან და 1918 წლის 11 ნოემბერს კომპიენის ტყეში დადებული ზავიდან ერთი საუკუნის გასვლა აღნიშნეს.

პირველი მსოფლიო ომი 1914-დან 1918 წლამდე გრძელდებოდა და მას 9.7 მილიონი ჯარისკაცი და 10 მილიონამდე მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.

კომენტარები