ისრაელი-პალესტინა

ისრაელის სამხედრო ოპერაციის შედეგად ღაზას სექტორში 8 ადამიანი დაიღუპა

Reuters

ღაზას სექტორში ისრაელის სპეცოპერაციის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ისრაელის ძალების ლეიტენანტი. დაიჭრა კიდევ ერთი სამხედრო. დაღუპულებს შორის არის ჰამასის სამხედრო ფრთის ერთ-ერთი ლიდერი ნურ ბარაკაჰი. შვიდივე მოკლული პალესტინელი ჰამასის წევრი იყო.

2014 წლის შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, როცა ისრაელი ღაზას სექტორში ქვეითი ძალებით შევიდა ოპერაციის ჩასატარებლად.

ოპერაციის დროს გაჩაღდა ორმხრივი სროლა. ცეცხლი გახსნეს ისრაელის საჰაერო ხომალდებიდანაც.

ოპერაციის შემდეგ ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 17 რაკეტა გაისროლეს, რასაც მსხვერპლი არ მოჰყოლია.

ჯერ-ჯერობით უცნობია რა იყო საიდუმლო ოპერაციის მიზანი.

კომენტარები