არჩევნები 2018

ფოფხაძე: ძველი გვარდია ფორმაშია, 2012 წლის გუნდის დიდი ნაწილი ამ ბრძოლაში მიიღებს მონაწილეობას

რაც შეეხება ძველ გვარდიას, ძველი გვარდია ფორმაშია, 2012 წლის ნაბრძოლი გუნდის დიდი ნაწილი ამ ბრძოლაში აუცილებლად ისევ მიიღებს მონაწილეობას. სახელების და გვარების წინასწარ დასახელება მე მგონი არ არის სწორი. იმიტომ, რომ ძალიან დიდი სიაა და არ მინდა ვინმე გამომრჩეს. კონსულტაციები მიმდინარეობს, ჩვენ საკონსულტაციო საკითხები ბოლომდე ისე უნდა დავხვეწოთ, რომ არანაირი კითხვის ნიშნები მეორე ტურში არ უნდა დარჩეს

ქართული ოცნების დეპუტატი გედევან ფოფხაძე პარტიაში გამართული შეხვედრის შემდეგ.

კომენტარები