ელისაშვილი სარალიძეზე: ჯერ საქმე გამოიძიონ, მერე თუ უნდა ივანიშვილიც ჩამოეკიდოს ნაძვის ხეს

რა საახალწლო ნაძვის ხე და რა დღესასწაულები. ადამიანს ვერ გაურკვიეს, ვინ იყო მკვლელი და ვერ დააკავეს. ნაძვის ხეა უფრო მნიშვნელოვანი? რისთვის სჭირდებათ ნაძვის ხე, რომ გაინათონ თავისი მოპარული მილიონები? ჯერ ამ ადამიანის პრობლემა მოგვარდეს, გამოიძიონ, გამოსაძიებელი რაც არის და მერე, ნაძვის ხეც დადგან, ხუთი ნაძვის ხეც დადგან და თუ გინდა, ივანიშვილიც ჩამოეკიდოს იმ ნაძვის ხეს კიდევ ზემოდან... ნაძვის ხეზე გაცილებით მნიშვნელოვანია ადამიანი და მისი ღირსება, რა ნაძვის ხეზე ვლაპარაკობთ?

ადამიანი აქ ითხოვს თავისი შვილის მკვლელების დასჯას და ამ ადამიანისადმი სოლიდარულია მთელი საქართველო. რა ნაძვის ხეზე ვლაპარაკობთ, მერიის წინ დადგან, ან ივანიშვილს სახლს დაადგან ზემოდან თუ უნდათ. ჯერ, ამ ადამიანს ხელი არ უნდა შეეშალოს აქციის გამართვასა და კარვის დადგმაში, არ უნდა ექცეოდნენ ისე, როგორც ექცევიან, რა ვნახეთ ამ კადრებში, როგორ მიათრევენ ამ საწყალ კაცს, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, ამით ვართ მთელი საქართველო შეურაცხყოფილი. შეურაცხყოფილ ადამიანებს კი, ეს რაღაცა უგემოვნო ნაძვის ხე ვერ გამოგვიკეთებს ხასიათს. ახლა ვფიქრობ, კარავიც მოვიტანო და ღამეც გავათიო

თბილისის მერობის ყოფილი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი რუსთაველის გამზირზე, ზაზა სარალიძის მხარდამჭერ აქციაზე.

კომენტარები