ზაზა სარალიძე

სარალიძე: ნაძვის ხე ხელს არ გვიშლის, პირიქით, მოგეხმარებით დადგმასა და აწყობაში

ჩვენ ეს ნაძვის ხე არაფერ ხელს არ გვიშლის, დადგან, პირიქით, მოგეხმარებით დადგმასა და აწყობაში ... ჩვენ არ ვაპირებთ ადგილის შეცვლას. გასაგებია, რომ საახალწლო მზადება იწყება. ჩვენ არანაირად არ შევუშლით ამ პროცესს ხელს, პირიქით, ის ბავშვები, ვინც აქ უნდა გაერთონ, იგივე ჩვენი შვილები არიან და მათი მომავლისა და უსაფრთხოების დასაცავად ვიბრძვით იმიტომ, რომ ჩვენ ჩვენი შვილები უკვე მოგვიკლეს და სამართალს ვერ ვპოულობთ. მანამდე ვიბრძოლებთ და ვიქნებით აქ, სანამ ჭეშმარიტება იქნება აღდგენილი.

ზაზა სარალიძის ამ კომენტარს "ფორტუნა" ავრცელებს. თბილისის მერია ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილისკან აქციის ადგილის შეცვლას მოითხოვს. აქციის გაგრძელების მოთხოვნაზე სარალიძეს უპასუხეს, რომ 7 დეკემბრიდან პროტესტის ლოკაცია უნდა შეცვალოს, რადგან პარლაემენტის შენობის წინ ნაძვის ხის დადგმა იგეგმება.

კომენტარები